ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი საქართველოშია

ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი საქართველოშია. ისრაელის საელჩოს ცნობით, ხსენებული ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს ასახავს.


საელჩოს წერს, რომ ისრაელი „მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაფართოებას და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას საკვანძო სფეროებში.“


შსს-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას. უწყების განცხადებით, ქართული მხარე „მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის.“

ეს პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს და ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.


გავრცელებული ცნობით, ბენ გვირი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც შეხვდა. 


იტამარ ბენ-გვირისთვის 2025 წლიდან სანქციები აქვს დაწესებული გაერთიანებულ სამეფოს, კანადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ნორვეგიას - ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე „პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის წახალისების“ მიტივით.