„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია ისევ იმართება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია ისევ იმართება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი ემატება - დატოვოს თანამდებობა ნათია თურნავამ. მათი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და პროტესტი აქციებით გაგრძელდება.

ისინი ხელისუფლებასთან დიალოგის რეჟიმის გაგრძელებას არ აპირებენ. შეკრებილების ნაწილი დღეს ცენტრალურ მოედანზე ღამისთევას აპირებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.

„უნდა გავმიჯნოთ ორი რამ: ერთია დიალოგის სურვილი იმისთვის, რომ პროექტი უკეთესი გახდეს, ბევრი წუხილი, რომელიც არსებობს, იყოს გათვალისწინებული, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით და მეორე ნაწილი არის ის, რომ „პროექტი არ გვინდა, საერთოდ, ჰესები არ გვინდა“. მათ ამ მსჯელობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევყვებით, მაგრამ მზად ვართ, ავხსნათ, თუ რამდენად დამაზიანებელია ქართული, ეროვნული ინტერესებისთვის საკუთარი ენერგორესურსების არგანვითარება და იმპორტზე მზარდი დამოკიდებულება. მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ მალე, ქუჩიდან ეს საუბრები გადაინაცვლებს სამუშაო ფორმატში. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი ემატება - დატოვოს თანამდებობა ნათია თურნავამ. მათი თქმით, მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და პროტესტი აქციებით გაგრძელდება.