დაზვერვა: უკრაინამ ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს რუსული სარაკეტო ხომალდი დააზიანა

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) 28 აგვისტოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, აზოვის ზღვაში, რუსული ბუიან-M კლასის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი, Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავი დააზიანა, იტყობინება HUR. 


სააგენტოს ცნობით, ოპერაციის დროს, HUR-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის „პრიმარის“ მებრძოლებმა დრონის დარტყმით, გემის რადარის სისტემა დააზიანეს, ხოლო სპეცრაზმმა პირდაპირ სარაკეტო გადამზიდავზე თავდასხმა განახორციელა.


HUR-ის ცნობით, სარაკეტო ხომალდი, რომელიც ტემრიუკის ყურეში იყო განლაგებული და კალიბრის რაკეტების გასაშვებად ემზადებოდა, თავდასხმის შემდეგ, დაზიანდა და და იძულებული გახდა, საბრძოლო მოვალეობის ზონა დაეტოვებინა. სააგენტომ სავარაუდოდ, დრონით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა.