სახალინის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე ხოროშავინი, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და 15 წლიან სასჯელს იხდის, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს, იუწყება „რია ნოვოსტი“ საქმის მასალებზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა განცხადება დაწერა, რომელშიც ფრონტზე გაგზავნას ითხოვდა. ზუსტად როდის შეიტანეს შუამდგომლობა, არ არის მითითებული. ამჟამად, 66 წლის ხოროშავინი ხაბაროვსკის მხარის სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდის სასჯელს. მანამდე მან დარჩენილი სასჯელის იძულებითი შრომით შეცვლა მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
სახალინის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 2015 წლის მარტში დააკავეს. ის ისტორიაში შევიდა, როგორც რუსეთის რეგიონის პირველი მოქმედი ხელმძღვანელი, რომელიც დააკავეს.
BBC-ის რუსული სამსახურის გამოთვლებით, 2025 წლის 25 თებერვლის მონაცემებით, 100-ზე მეტმა თანამდებობის პირმა, მოადგილემ და უსაფრთხოების ოფიცერმა ომში წასვლის სურვილი გამოთქვეს, რათა სასჯელისგან თავი აერიდებინათ. თუმცა, მათ შორის არცერთი მაღალი რანგის ფედერალური თანამდებობის პირი არ არის.