რომის პაპი ლეონ XIV „იარაღის პანდემიის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდა და ილოცა „უამრავი“ ბავშვისთვის, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით და კონფლიქტების დროს იღუპებიან მთელ მსოფლიოში.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რომის პაპმა ასევე გაიხსენა აშშ-ის ქალაქ მინესოტაში, სკოლაში წირვის დროს მომხდარი სროლა, რომლის დროსაც, ორი ბავშვი მოკლეს.
„ჩვენს ლოცვაში მოვიხსენიებთ ყოველდღიურად მოკლულ და დაშავებულ უამრავ ბავშვს მთელ მსოფლიოში. შევევედროთ ღმერთს, რომ შეაჩეროს იარაღის პანდემია - დიდი თუ მცირე - რომლითაც დააავადა ჩვენი სამყარო.”
უკრაინასთან დაკავშირებით პაპმა განაცხადა, რომ მოუწოდებს მსოფლიოს, „ნუ იქნება გულგრილი“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა „დაჟინებული მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დიალოგის სერიოზული ვალდებულებისკენ.“
„დროა მათ, ვინც ამაზე პასუხისმგებლები არიან, უარი თქვან იარაღის ლოგიკაზე და მოლაპარაკებებისა და მშვიდობის გზას დაადგნენ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით,“ - განაცხადა რომის პაპმა.