ავიაკომპანია British Airways-ი ითხოვს, რომ კორონავირუსზე აცრილმა მგზავრებმა შეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ავიაკომპანია ასევე ითხოვს, რომ მგზავრობისას არავაქცინირებულებმა ადამიანემბმა კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინონ.
ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა შონ დოილმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ითანამშრომლოს სხვა ქვეყნების მთავრობებთან, რათა გაიხსნას საზღვრები ვაქცინაციის შედეგად.
„ვფიქრობ, ადამიანებს, რომლებსაც აცრა გაუკეთდათ, უნდა შეეძლოთ შეზღუდვების გარეშე მოგზაურობა. ხოლო მათ, ვინც არ აცრილა, უნდა შეეძლოთ მოგზაურობა ტესტის ნეგატიური პასუხით“, – განაცხადა დოილმა.