პოლონეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

პოლონეთმა წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „რკინის დამცველი-25“ ექტემბერს დაიწყო. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის ცნობით, პოლონეთისა და მიის მოკავშირეების წვრთნებში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი მონაწილეობს. მანევრებში ჩაერთვება 600 ერთეული ტექნიკა.


პოლონეთს ბელორუსთან, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები 31 აგვისტოს დაიწყო, ასევე, რუსეთის მძიმედ მილიტარიზებულ კალინინგრადის ანკლავთან 418 კილომეტრიანი (260 მილის) საზღვარი აკავშირებს. სექტემბრისთვის ასევე დაგეგმილია რუსეთ-ბელორუსიის მასშტაბური წვრთნები „დასავლეთი-2025.“


„წვრთნების მთავარი მიზანია პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედების შემოწმება მრავალდომენიან გარემოში. წვრთნებში ასევე იქნება გათვალისწინებული უკრაინაში მიმდინარე ომისგან მიღებული გაკვეთილები,“ - აცხადებს პოლონური მხარე.