პირველ კოვიდვაქცინას ხვალ პირდაპირ ეთერში პაატა იმნაძე გაიკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე იქნება პირველი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსზე ვაქცინაციას ჩაიტარეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით იმნაძე ხვალ, 09:00 საათზე აიცრება.

ასევე, ვაქცინაციას ჩაიტარებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ხვალ ინფექციურ საავადმყოფოში აიცრებიან მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10:00 საათზე აიცრებიან ექიმები ზაზა კაციტაძე, ლევან ვაშაკიძე და ლევან გოფოძე. ასევე 10:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინას გაიკეთებს ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე.

11:00 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში აიცრება ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე, 12:30 საათზე ინფექციურში ექიმი გუგა ქაშიბაძე.

პირდაპირ ეთერში აიცრებიან დილის 10:00 საათზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მოადგილე ნონა ეფაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სოლომონ ფუტკარაძე და ექიმი ილია ნაკაშიძე. ექიმები საჯაროდ აიცრებიან ქუთაისსა და თელავში.

დღეს, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუბეგოვმაც განაცხადა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ, 17 მარტს ჩაიტარებს.

შეგახსენებთ, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო, 15 მარტინად კი ვაქცინაცია იწყება.