საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები მადრიდში, ანგარიშით 25-19 დაამარცხა.

ქართველთა მხრიდან ლელოს დადება თორნიკე ჯალაღონიამ, აკა ტაბუცაძემ და ჯაბა ბრეგვაძემ მოახერხეს.

10 ქულა გუნდის 10-მა ნომერმა, თედო აბჟანდაძემ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაზე ორი თამაშიდან ორი გამარჯვება დაუგროვდა.

ცნობისთვის, წინა ტურში ქართველებმა პორტუგალიელებს ბონუს ქულით, ანგარიშით 16-29 სძლიეს და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობენ. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს, რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.