აზერბაიჯანი რეგიონში, ბატარეის ენერგიის შესანახი უდიდესი სისტემების მშენებლობას აანონსებს

აზერბაიჯანი რეგიონში, ბატარეის ენერგიის შესანახ ყველაზე დიდ სისტემებს (BESS) ქმნის.  ამის შესახებ აზერბაიჯანში ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი OJSC Azerenerji აცხადებს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის ცნობით, აზერბაიჯანი ენერგეტიკის სექტორში ახალ ეტაპზე გადადის.

ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) სწრაფი განვითარებისთვის მასშტაბური BESS-ების შექმნა დაიწყო.


AzerEnerji ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 220-კილოვოლტიანი, აღდაშის ქვესადგურისა და დედაქალაქთან მდებარე 500-კილოვოლტიანი აფშერონის ქვესადგურის ტერიტორიაზე აშენებს ბატარეის ენერგიის შენახვის სისტემებს (BESS), რომელთა ჯამური გენერაციის სიმძლავრე 250 მეგავატია, ხოლო შენახვის მოცულობა — 500 მეგავატ-საათი.


აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ამ მასშტაბის სისტემების დანერგვა პირველი იქნება არამხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ, მთელ რეგიონში.