ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მას მსოფლიო ლიდერებთან საუბრისას ჰქონდა მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა დაბრუნდა.
თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ აპირებს აღადგინოს საერთაშორისო ალიანსები.
,,თეთრ სახლში მოსვლის დღიდან მსოფლიო ლიდერებისადმი ჩემი გზავნიალია - ამერიკა დაბრუნდა.
ჩვენ ვაპირებთ, აღვადგინოთ ჩვენი საერთაშორისო ალიანსები და გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს", - ნათქვამია Tweeter-ზე გავრცელებულ განცხადებაში.