ამერიკული კინოაკადემიის ოსკარის ჯილდოსა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი, ჰოლივუდის ლეგენდა, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რობერტ რედფორდმა 1978 წელს დააარსა სანდენსის კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად, აშშ-ში, იუტას შტატში იმართება.
რედფორდი ცნობილია ფილმებით „ბაჩ კესიდი და სანდენს ქიდი“ და „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა.“
რედფორდი ეკრანებზე პირველად 1960-იან წლებში გამოჩნდა, 70-იან წლებში კი, ჰოლივუდის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად იქცა.