პარტია ,,ქართული ოცნების" თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიალოგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.
„გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგს და შესაძლო შეთანხმებას. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს. იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები გასაგრძელებელია, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა ,,ქართული ოცნებასთან" შეხვედრა ორჯერ გამართა, მან შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.