უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა უსტიურტის რეგიონში გაზის „ძალიან დიდი რეზერვის“ აღმოჩენის შესახებ განაცხადა. კერძოდ, უზბეკეთის მრეწველობის ისტორიაში პირველად, უსტიურტის რეგიონში 6500 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სამუშაოს შედეგად გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. გაზის სავარაუდო მარაგების მოცულობა უცნობია.
შავკატ მირზიიოევის თქმით, ადრე ნავთობისა და გაზის სექტორში გეოლოგიური საძიებო სამუშაო მხოლოდ 2500-3000 მეტრის სიღრმეზე ტარდებოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უზბეკეთს ტექნოლოგიური მინერალების სხვა დიდი მარაგი აქვს.
ქვეყნის ენერგეტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, უზბეკეთში დადასტურებული გაზის მარაგი 2024 წლის ბოლოსთვის, 1.97 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.
ამავდროულად, წარმოება ბოლო წლებში იკლებს.