16 სექტემბერს, პარიზში, სომხეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს. კონსულტაციებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბრის როკფეილი თავმჯდომარეობდნენ.
სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პროგრამები თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, ასევე, მათი განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთმხარდაჭერის და დამატებითი ძალისხმევის მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მგრძნობიარე საკითხებზე მიდგომების ჰარმონიზაციის მიზნით.
განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საფრანგეთის დადებით როლს აღნიშნული დღის წესრიგის გაფართოებასა და წინსვლაში.
ასევე, სიღრმისეული დისკუსიები გაიმართა ორივე მხარის მიერ სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საფრანგეთის დადებით როლს აღნიშნული დღის წესრიგის გაფართოებასა და წინსვლაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა,რპ, სომხეთი და საფრანგეთი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ სომხეთს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი.