პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში მსხვილი პაკეტით მიემგზავრება და ოპოზიცია ცარიელი ხელებით დარჩა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ევროკავშირთან დაახლოების უპრეცედენტო პროგრესი აქვს.
„პრემიერი ბრიუსელში მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით. უამრავი რამ გაკეთდა და კეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილნი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულნი.
ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.