იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე 87 წლის ასაკში, პარიზის მახლობლად, ქალაქ ნემურში გარდაიცვალა, სადაც ის ბოლო წლებში ცხოვრობდა.
ფრანგული გაზეთი შემდეგი სათაურებით გამოდის: „იტალიური კინოს მუზა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა“. „კლაუდია კარდინალეს გარდაცვალება, ერთხელ იტალიაში.“
კლაუდია კარდინალემ პოპულარობა 1960-იანი წლებიდან მოიპოვა. 1963 წელს მონაწილეობაა მიიღო „ოსკარის” მფლობელ ფილმში „8½“.
მან ალენ დელონთან ერთად, მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ლეოპარდი“, რომელიც კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.
კარდინალე მონაწილეობდა ისეთი დიდი რეჟისორების ფილმებში, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი და ლუკინო ვისკონტი. კარდინალე 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს.