უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო ახსენა.
„რუსეთი ცდილობს, მოლდოვასაც იგივე გაუკეთოს, რაც ირანმა ერთხელ ლიბანს, და ისევ, გლობალური რეაგირება საკმარისი არ არის. მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ. იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „მსოფლიომ რუსეთის მიერ თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების აუცილებლობა ერთხელ უკვე უგულებელყო“.
„ბელორუსის შემთხვევაში მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა. მოლდოვის დაკარგვა არ შეიძლება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.