ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტს ახანგრძლივებს.
როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის თბილისში ხვალაც დარჩება.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესს მეტი დრო სჭირდება, ამიტომაც გამოთქვამს იმედს, რომ ხვალ კონკრეტული შედეგის გამოცხადება შეეძლება.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.