NATO-ს საჰაერო სარდლობა: უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს

უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს. განცხადებას NATO-ს საჰაერო სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კერძოდ, ხუთმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა (სუ-30, სუ-25 და სამი მიგ-31) ბალტიის ზღვას ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაუფრინეს.


რუსეთის თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად ლიეტუვის ავიაბაზიდან უნგრული Gripen ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ.

“უნგრეთი ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ალიანსის ერთგულების დემონსტრირებას ახდენს,” - ნათქვამია განცხადებაში.