„რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის, ისინი ყველაფერს საშინლად ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სინამდვილეში, რუსეთი კარგავს გარკვეულ ტერიტორიას, რაც ძალიან ცუდია მისი რეპუტაციისთვის.
„ეს ომი უნდა დასრულებულიყო. ეს რომ ჩვენი ომი ყოფილიყო, ერთ კვირაში დავასრულებდით,“ – განაცხადა ტრამპმა.