ტრამპი: უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა.


ტრამპმა გაიმეორა, რომ ეს არის ომი, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების დამსახურებით გრძელდება, რაც რუსეთისთვის კარგი არ არის. ტრამპის თქმით, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება.


„უდიდესი პროგრესი იმაშია, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, როგორც იცით. ის ეცემა. და, სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება ამ ძალიან დიდი [რუსული] არმიის შეჩერებას. ეს საკმაოდ საოცარია. ეს ომია, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო და ხალხი ამბობდა, რომ ის ძალიან სწრაფი იქნებოდა, და უნდა აღიარო უკრაინელი ჯარისკაცებისა და ყველას დამსახურება, ვინც ჩართულია. ეს ჯერ გრძელდება.


ეს კარგი რამე არაა რუსეთისთვის. ეს სწრაფი უნდა ყოფილიყო და რუსეთი ძალიან გამორჩეულად არ გამოიყურება სამ წელიდან-ნახევრიანი ბრძოლის ფონზე. და, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება,” განაცხადა ტრამპმა.


„უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ვითარებასთან სრულად გაცნობისა და შესწავლის შემდეგ და იმის დანახვის შემდეგ, თუ რა ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს ეს რუსეთში, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმყოფება პოზიციაში, რომ იბრძოლოს და უკან დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი სახით,“ დაწერა ტრამპმა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში.


“მას შემდეგ რაც გავიცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლების წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა - დროის, მოთმინებით და ევროპის და კონკრეტულად NATO-ს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, რეალური ვარიანტია. რატომაც არა?


რუსეთი სამ წელიწან-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთის არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ “ქაღალდის ვეფხვად” წარმოაჩენს.


როდესაც მოსკოვში და მთელი რუსეთის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და რაონებში მცხოვრები ხალხი დაინახავს რეალურად რა ხდება ამ ომში, ფაქტი, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია დიდ რიგებში ბენზინის ყიდვა, და ყველაფერ დანარჩენს, რაც ხდება მათ ომის ეკონომიკაში, სადაც ფულის უდიდესი ნაწილი იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და ის მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება, უფრო შორსაც წავიდნენ!


პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლებაში არიან, და ეს უკრაინისთვის მოქმედების დროა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. გავაგრძელებთ NATO-სთვის იარაღის მიწოდებას, რათა მერე NATO-მ რაც უნდა, ის გააკეთოს ამ იარაღით,” - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.


მანამდე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი თუ ომის დასრულების მხრივ მზად არ იქნება, აშშ "ძალიან ძლიერი ტარიფების" დასაწესებლად არის მზად. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად ევროპული ქვეყნებიც უნდა იყვნენ მზად.