ზელენსკი: ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე მუშაობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა, მუშაობს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელმა დაპირებული Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინას უკვე გადასცა და ის ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენება.


ზელენსკის თქმით, შემოდგომისთვის უკრაინა გერმანიიდან Patriot-ის ორ სისტემას მიიღებს.