კოსოვომ იერუსალიმში საელჩო გახსნა. ინფორმაციას Aljazeera-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც პირველ თებერვალს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გაცხადდა და სექტემბერში თეთრ სახლში კოსოვო-სერბეთის სამიტი გაიმართა.
ცნობისთვის, სექტემბერში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსოვოს და მისი მეტოქე სერბეთის ლიდერები თეთრ სახლში გამართულ სამიტზე შეკრიბა იმ მიზნით, რომ წინ წაწეულიყო სამუშაო ამ ორ ბალკანელ მეზობელს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით. თუმცა სამიტი დიდწილად გადაფარა თეთრი სახლის განცხადებამ, რომ კოსოვო დათანხმდა ისრაელის აღიარებას. იმ შეხვედრაზე ბელგრადმაც განაცხადა თანხმობა ისრაელში მისი საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე, თუმცა ეს ნაბიჯი მას ჯერჯერობით არ გადაუდგამს.