აშშ ქვანახშირის ინდუსტრიის გაფართოებაში $625 მილიონს ჩადებს

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქვეყნის ქვანახშირის ინდუსტრიის „გაფართოებასა და განახლებაში“ 625 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ გამოაცხადა.


„სუფთა ქვანახშირი აუცილებელი იქნება ამერიკის რეინდუსტრიალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის რბოლაში გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა. მანვე აღნიშნა, რომ დაფინანსება გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყნის ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობის შენარჩუნებაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის სტაბილური ფასების და შეუფერხებელი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას. მისივე შეფასებით, „ქვანახშირმა შექმნა უდიდესი ინდუსტრიული ძრავა, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს.“


პაკეტი მოიცავს 350 მილიონ დოლარს ელექტროსადგურების განახლებისთვის, 175 მილიონ დოლარს სოფლის ენერგეტიკული პროექტებისთვის და სხვა.