პატრიარქმა მრევლს დიდ მარხვაში კურთხევა მისცა, შვიდგზის ლოცვები წაიკითხოს, სასულიერო პირებს კი მცირე აიაზმა ეკლესიაში ყოველდღე აკურთხონ

პატრიარქმა მრევლს დიდ მარხვაში კურთხევა, მისცა შვიდგზის ლოცვები წაიკითხონ და სასულიერო პირებს კი მცირე აიაზმა ეკლესიაში ყოველდღე შეასრულონ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვის შესრულების შემდგ განაცხადა.

„რა უნდა ვაკეთოთ ამ დიდ მარხვაში – გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ წაიკითხოთ შვიდგზის ლოცვები. იქ, ფსალმუნში და ლოცვებში მოცემულია დიდი მადლი. სასულიერო პირებს ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, რომ ყოველ დღე შეასრულონ მცირე აიაზმა ეკლესიაში. ეს დიდ მადლს მოგვცემს და მოხდება სულიერი განწმენდა ჩვენი ხალხისა. ჩვენი მორწმუნე ხალხი უნდა მივიდეს მოძღვართან და სთხოვოს მცირე აიაზმის შესრულება. მე შევთხოვ უფალს, მოგვცეს ძალი ერსა თვისსა და აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენს ოჯახებში საქართველოში და მთელ მსოფლიოში“, - ბრძანა პატრიარქმა.