მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს გადააჭარბა

ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2023 წელს, როდესაც მასკმა ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა, მისი ქონება $187.1 მილიარდს შეადგენდა. 


პირველ ოქტომბერს, Tesla-ს აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა, რამაც მასკის ქონება $9.3 მილიარდით გაზარდა.

კომპანიის ღირებულება ამჟამად $191 მილიარდს შეადგენს. 


მასკი ასევე ფლობს SpaceX-ის 42%-ს, რაც 168 მილიარდს შეადგენს და 113 მილიარდის ღირებულების X-ის (ყოფილი Twitter-) 53%-ს. 

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პირველად, 2021 წლის იანვარში გახდა.


მასკი Forbes-ის რეიტინგში $150 მილიარდით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ლარი ელისონს. Oracle-ის დამფუძნებელი $350.7 მილიარდის ქონებას ფლობს.

მესამე ადგილზეა Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომლის ქონებაც $245.8 მილიარდს შეადგენს.