უკრაინამ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ნიკარაგუასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, მის მიერ ყირიმის და ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული უკრაინის რეგიონის რუსეთის ნაწილად აღიარების გამო.


„ასეთი არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, უკრაინა აცხადებს ნიკარაგუის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ,“ - აცხადებენ უწყებაში. 


ნიკარაგუამ ბოლო წლებში კრემლთან კავშირები გაამყარა.

2020 წელს მან საპატიო საკონსულო გახსნა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში, რის შემდეგაც უკრაინის პარლამენტმა ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანას სანქციები დაუწესა. ნიკარაგუა ასევე იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რეგულარულად უჭერენ მხარს რუსეთს გაეროში. ის ასევე შეუერთდა ბელორუსს და ჩრდილოეთ კორეას კრემლის კრიტიკული რეზოლუციების წინააღმდეგ ხმის მიცემაში.


უკრაინული მედიის ცნობით, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 19%-ს იკავებს, ხოლო მისი ტერიტორიული მიღწევები ბოლო თვეში მკვეთრად შემცირდა.