ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-8 სამიტი სომხეთში 2026 წლის 4 მაისს გაიმართება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერთა მასპინძლობა დიდი პატივი იქნება.
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შემდეგი, მერვე სამიტი 2026 წელს, 4 მაისს, სომხეთში გაიმართება. ოფიციალურად მოვიწვიე ჩემი კოლეგები, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელები ერევანში. დიდი პატივია თითოეული მათგანის მასპინძლობა,“ – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
ცნობისთვის, საფრანგეთს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული ფორმატით, ევროპის ქვეყნების 50-მდე ლიდერი 2022 წლიდან იკრიბება.