პოლონეთში, უკრაინისა და NATO-ს ჯარების ახალი სამხედრო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ პოლონეთში უკრაინისა და NATO-ს ჯარების ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი - Jomsborg გაიხსნა. 


ბანაკი, რომელიც ერთდროულად, 1200 სამხედრო მოსამსახურის განთავსებას შეძლებს, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უდიდესი სასწავლო ცენტრია. ცენტრი „გააძლიერებს საბრძოლო გამოცდილების გაცვლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს შორის,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევგენ მოისიუკმა.


„აქ ჩვენ შევძლებთ პარტნიორებთან გავუზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის, დრონების გამოყენებისა და წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. მოისიუკის თქმით, ცენტრი ევროპელი პარტნიორების, კერძოდ, ნორვეგიის მხარდაჭერით შეიქმნა. ეს NATO-ს მიერ უკრაინის თავდაცვისადმი საერთო მხარდაჭერის ნაწილია.


ბანაკი პოლონეთის სამხედრო საწვრთნელ პოლიგონზე მდებარეობს. ადგილზე უკვე 250 ნორვეგიელი ინსტრუქტორია განლაგებული, ხოლო მალე ესტონეთისა და ალიანსის სხვა ქვეყნების სამხედრო პერსონალიც ჩავა.