დღეიდან თურქეთში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება სავალდებულო ხდება. ანკეტის შევსება კორონავირუსთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება.
სპეციალური ფორმა, რომლის შევსებაც თურქეთში მოგზაურობის მსურველებს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე მოუწევთ, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ანკეტაში მოგზაურის შესახებ რამდენიმე მონაცემი იქნება ასახული, მათ შორის სახელი, გვარი, ეროვნება, პასპორტისა და ტელეფონის ნომრები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, თურქეთის საზღვრის კვეთამდე მესაზღვრეები გადაამოწმებენ, შევსებული აქვს თუ არა მგზავრს ანკეტა. თუ აღმოჩნდება, რომ ანკეტა არ არის შევსებული ან მოქალაქემ მცდარი ინფორმაცია მიუთითა, მაშინ მოგზაურს შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს.