დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე არის პირველი მოქალაქე, რომელმაც კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარა.
,,დღეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი იწყება. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.
მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, რომ თუ გვინდა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს ვაქცინაცია", - განაცხადა იმნაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ.
ასევე, ვაქცინაციას ჩაიტარებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
დღესვე ამირან გამყრელიძეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოში გაიკეთებს.
ინფექციურ საავადმყოფოში აიცრებიან მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე, დავით გადელია და პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10:00 საათზე აიცრებიან ექიმები ზაზა კაციტაძე, ლევან ვაშაკიძე და ლევან გოფოძე. ასევე 10:00 საათზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინას გაიკეთებს ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე.
11:00 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში აიცრება ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე, 12:30 საათზე ინფექციურში ექიმი გუგა ქაშიბაძე.
ცნობისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო, ხოლო15 მარტინად ვაქცინაცია დაიწყო.