აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები თურქეთში გასამართ სამხედრო წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. Report-ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა ზეკი აქტურკმა დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა. აქტურკის თქმით, „მარადიული მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაცია“ 13-24 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ყარსში აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით გაიმართება.
მანამდე, თურქეთში, მინისტრების მე-12 სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში ყოველწლიურად იმართება როტაციის პრინციპით. თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს, მომავალ წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს.