აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და ავსტრალიამ იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ შეთანხმებას თეთრ სახლში მოაწერეს ხელი.


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს განცხადებით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, შეთანხმებით გათვალისწინებული იშვიათი მინერალების გადამუშავების პროექტებისთვის ორივე ქვეყანა მილიარდი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს.


ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთანაც აწარმოებს.

„დაახლოებით ერთ წელიწადში იმდენი იშვიათი მინერალი გვექნება, რომ არც კი გეცოდინებათ რისთვის გამოიყენოთ,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.