სომხეთი და თურქეთი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას გამართავენ, სადაც გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენის საკითხს განიხილავენ. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„გიუმრი-ყარსის რკინიგზის აღდგენისა და რეაბილიტაციისადმი მიძღვნილი შეხვედრა მალე გაიმართება,“ - განაცხადა რუბინიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით დისკუსიები მიმდინარეობს.
15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი, გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის ტექნიკური კვლევების დაწყებაზე შეთანხმდნენ.