500 წლის შემდეგ პირველად, რომის პაპმა და გაერთიანებული სამეფოს მეფემ ერთად ილოცეს

ბოლო 500 წლის განმავლობაში პირველად, გაერთიანებული სამეფოს მონარქმა, მეფე ჩარლზმა რომის პაპთან ერთად საჯაროდ ილოცა. ლოცვა სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ცნობილ ფრესკასთან [„უკანასკნელი განკითხვა“] , ინგლისურ და ლათინურ ენებზე შესრულდა.


Guardian-ის ცნობით, ეს მოვლენა სიმბოლური ნაბიჯია კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებს შორის შერიგების გზაზე. მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ვატიკანში დღეს, 23 ოქტომბერს ჩავიდნენ ისტორიული ვიზიტით, რომელიც მიზნად ისახავს ეკლესიებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას.