ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა რუსული სამხედრო ხომალდი NATO-ს ბრძანების შესაბამისად, პირველად დააკავა

სამეფო საზღვაო ძალებმა შეაფერხეს რუსული სამხედრო ხომალდი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობდა. Sky News-ის ცნობით, ჩრდილოეთ ზღვაში, ბრიტანულმა გამანადგურებელმა HMS Duncan-მა და Wildcat-ის ვერტმფრენმა რუსული წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გემი - „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“ შეაკავა. რუსული გემი ბრიტანეთის სათვალთვალო ზონაში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მოძრაობდა.


„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო გემი ალიანსის პირდაპირი სარდლობის ქვეშ აიყვანეს გაააქტიურეს ასეთი ოპერაციისთვის,“ განაცხადა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.


ოპერაცია 17-დან 19 ოქტომბრამდე ჩატარდა, რომელშიც საფრანგეთის საზღვაო ძალები და ჰოლანდიის NH90 ვერტმფრენი მონაწილეობდნენ.


დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალისტერ კერნსმა განაცხადა, რომ „სამეფო საზღვაო ძალები მზად არის, უპასუხოს რუსეთის საზღვაო ძალების ნებისმიერ აქტივობას“ ქვეყნისა და მისი ტერიტორიული წყლების დასაცავად. კაპიტანმა დენ ლიმ თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მისიამ აჩვენა ბრიტანეთის ერთგულება „NATO-ს მოკავშირეებთან კოორდინირებული მოქმედების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთო საზღვაო სივრცეების უსაფრთხოება.“ 


HMS Duncan, ფრეგატ HMS Somerset-თან ერთად, ალიანსის SNMG1 ჯგუფის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის წყლებში პატრულირებს.