სამეფო საზღვაო ძალების გამანადგურებელმა შეაფერხეს რუსული სამხედრო ხომალდი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში მოძრაობდა. Sky News-ის ცნობით, ჩრდილოეთ ზღვაში, ბრიტანულმა გამანადგურებელმა HMS Duncan-მა და Wildcat-ის ვერტმფრენმა რუსული წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო გემი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“ შეაკავა. რუსული გემი ბრიტანეთის სათვალთვალო ზონაში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე მოძრაობდა.
სამეფო საზღვაო ძალების ცნობით, პორტსმუთში ბაზირებული HMS Duncan-ი, NATO-ს მოკავშირეთა საზღვაო სარდლობამ განალაგა. გარდა ამისა, განლაგდა Wildcat-ის ვერტმფრენი დაზვერვისა და ვიზუალური მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო გემი ალიანსის პირდაპირი სარდლობის ქვეშ აიყვანეს გაააქტიურეს ასეთი ოპერაციისთვის,“ განაცხადა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.
ოპერაცია 17-დან 19 ოქტომბრამდე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ საფრანგეთის საზღვაო ძალები და ჰოლანდიის NH90 ვერტმფრენი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალისტერ კერნსმა განაცხადა, რომ „სამეფო საზღვაო ძალები მზად არიან, უპასუხონ რუსეთის საზღვაო ძალების ნებისმიერ აქტივობას“ ქვეყნისა და მისი ტერიტორიული წყლების დასაცავად. გამანადგურებლის კაპიტანმა დენ ლიმ აღნიშნა, რომ მისიამ აჩვენა ბრიტანეთის ერთგულება „NATO-ს მოკავშირეებთან კოორდინირებული მოქმედების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთო საზღვაო სივრცეების უსაფრთხოება.“
HMS Duncan, ფრეგატ HMS Somerset-თან ერთად, ალიანსის SNMG1 ჯგუფის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის წყლებში პატრულირებს. ვიცე-ადმირალი კულაკოვი არის პროექტი 1155, დიდი ზომის წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხომალდი, რომელიც ექსპლუატაციაში 1981 წელს შევიდა.
მის შეიარაღებაში შედის რვამდე Kinzhal SAM გამშვები (64 რაკეტა), ორი 100 მმ-იანი AK-100 ქვემეხი, ოთხი ექვსლულიანი 30 მმ-იანი AK-630M ტყვიამფრქვევი, ორი RBU-6000 რაკეტმტყორცნი, ორი Rastrub-B წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო სისტემა, ორი Ka-27 ვერტმფრენი, ასევე რვა 53–65K ტორპედო და 26 ნაღმი.