პუტინის თქმით, რუსეთმა ბირთვული ძრავის მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ გამოსცადა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა წარმატებით გამოსცადა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი.“

მისი თქმით, ამ იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოსაყვანად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.


„ყველა რეგულაცია უნდა დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, ძირითადი მიზნები მიღწეულია,“ - განაცხადა პუტინმა.

მან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს დაავალა, განსაზღვროს რაკეტის კლასი და მოამზადოს ინფრასტრუქტურა მისი განლაგებისთვის.

გერასიმოვმა პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რაკეტა 21 ოქტომბერს გამოცადეს, მან 14 000 კმ-ის მანძილზე იფრინა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.