კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე აიცრნენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე აიცრნენ.

მათთან ერთად აიცრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, ასევე დავით გადელია და ვაქცინაციაზე პირველი რეგისტრირებული ექიმი თამარ გიორგაძე.

ცნობისთვის, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს მიიღო, ხოლო 15 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყო.