COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 730 ტესტის შედეგად ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 328 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,16 %.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 275 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 4 455 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 148-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.41%. ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 268 565-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა. დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 23, ქვემო ქართლი - 3, შიდა ქართლი - 12, გურია - 10, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 6, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 116, აჭარაში – 23, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 3, იმერეთში – 10. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 14 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 642 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 544 პირი, აჭარაში – 477, იმერეთში – 647“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.