სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს.
მედია წერს, რომ საქართველოში თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) საძიებო-სამაშველო ჯგუფი მიემართება.
ვინაიდან, თვითმფრინავი მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საქართველოში განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი მიემართება.
ამავე ინფორმაციით, თურქეთმა საძიებო-სამაშველო სამუშაოში დასახმარებლად, Akıncı-ს დრონი გამოუშვა, რომელიც საძიებო სამუშაოს რამდენიმე საათში შეუერთდება.