თეირანი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვს. ინფორმაციას Thomson reuters foundation news-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას სანქციები და მისცეს გარანტიები, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომები აღარ განმეორდება.

,,შეერთებულმა შტატებმა უნდა მოხსნას სანქციები ირანზე და ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ტრამპის შეცდომები აღარ განმეორდეს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ „ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის“ JCPOA- ს ფარგლებში,” - განაცხადა პრესკომფერენციაზე პრესსპიკერმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმების საკითხზე ევროპელ პარტნიორებთან ერთად ირანთან მოლაპარაკებები გამართოს. თეირანი კი აცხადებს, რომ პირველი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.