უკრაინა გაზის იმპორტს საბერძნეთიდან განახორციელებს, რათა ზამთრის საჭიროებებს გაუმკლავდეს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება საბერძნეთში დღეს დაგეგმილ ვიზიტამდე გააკეთა, საიდანაც ის საფრანგეთსა და ესპანეთში გაემგზავრება.
„ჩვენ უკვე მოვამზადეთ შეთანხმება საბერძნეთთან უკრაინისთვის გაზის მიწოდების შესახებ, რაც კიდევ ერთი მარშრუტი იქნება ზამთრისთვის იმპორტის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად. უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსების შესახებ, ჩვენ დავფარავთ თითქმის ორ მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა გაზის იმპორტისთვის, რათა კომპენსირდეს რუსეთის დარტყმების შედეგად მიღებული ზარალი,“ – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.