წითელ ზღვაში ეგვიპტემ და საფრანგეთმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს

წითელ ზღვაში ეგვიპტემ და საფრანგეთმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadoly ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობა მიიღო ფრანგულმა ავიაგადამზიდმა შარლ დე გოლმა და ეგვიპტის ფრეგატმა Segm Al Fateh-მა.

სწავლების ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა მრავალ სფეროში, მათ შორის ვერტმფრენების გემებზე დაშვებაში, დისტანციური თავდაცვის ტაქტიკასა და ყველა სახის საფრთხის გადაჭრაში.

სწავლება განხორციელდა ეგვიპტის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის გეგმის ფარგლებში, რომელიც ახორციელებს სწავლების დონის ამაღლებას და გამოცდილების გაცვლას "ძმური და მეგობრული" ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან.