Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ცხელი ხაზი 15 22, ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.