ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან TRIPP-ში ევროკავშირის მონაწილეობის შესაძლებლობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.
„ეს არის 42-კილომეტრიანი რკინიგზა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ეხებოდეს არამხოლოდ ამ 42-კილომეტრიან მონაკვეთს, არამედ, ყველაფერს, რაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით მდებარეობს და ეს ყველაფერი ერთდროულად უნდა გაკეთდეს,“ - აღნიშნა კოსმა.
კოსმა აღნიშნა, რომ სომხურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს სომხეთისთვის პრიორიტეტების სია ამ ყოვლისმომცველი კავშირის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „ჩვენ გვაქვს საკუთარი იდეები. ამ საკითხებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენთვის აზრი არ აქვს ამის ნაწილ-ნაწილ გაკეთებას. თუმცა ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობა ან მონაწილეობა ასევე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ 42-კილომეტრიანი რკინიგზის მშენებლობა,“ - განაცხადა მარტა კოსმა.