ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.
შეხვედრა ორბელიანი სასახლეში მალე დაიწყება.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.
ორი დღის განმავლობაში ის ხვდებოდა როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს. დანიელსონს საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა განაცხადა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკების პროცესს გააგრძელებს.
დღეს დილიდან მან შეხვედრები გააგრძელა ოპოზიციის წარმომადგენლებთან.