ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა და მასზე წვდომა დაბლოკა. 10 უმსხვილეს პლატფორმას, მათ შორის, TikTok-ს, Alphabet-ს, YouTube-ს, Meta-ს, დაევალათ ბავშვების დაბლოკვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი კანონის თანახმად, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან, 49.5 მილიონ ავსტრალიურ დოლარამდე (33 მილიონი აშშ დოლარი) ჯარიმა დაეკისრებათ. ავსტრალიის მთავრობის ამ ნაბიჯს ბევრი მშობელი და ბავშვთა დამცველი მიესალმა, თუმცა მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სიტყვის თავისუფლების დამცველებმა გააკრიტიკეს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ დღევანდელ დღეს ოჯახებისთვის „საამაყო დღე“ უწოდა.
„ეს უზარმაზარ ცვლილებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი სოციალური და კულტურული ცვლილება, რომლის წინაშეც ჩვენი ერი ყოფილა. ეს არის ღრმა რეფორმა, რომელიც მთელ მსოფლიოში გააგრძელებს გამოძახილს,“ - განაცხადა ალბანეზემ.