უნგრეთი ორწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში აზერბაიჯანისგან 800 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეიძენს. უნგრეთმა აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ ორწლიან ახალ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ მედიაში დაწერა.
10 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და უნგრეთის MVM ONEnergy-მ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს.
MVM ჯგუფს ასევე ეკუთვნის 5%-იანი წილი შაჰ-დენიზის გაზის პროექტში და 4%-იანი წილი სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიაში (SCPC), რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორია.